თემა: მეიოზი
მიზანი: გაეცნოს მეიოზის პროცესს. შეძლოს განასხვავოს ერთმანეთისგან მიტოზისა და მეიოზის ფაზები.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:

კვლ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლებისა და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.
აქტივობა 1: საშინაო დავალების შემოწმება 5წთ
მოსწავლეები წარმოადგენენ წინა გაკვეთილზე მიცემულ დავალებებს.დაშვებულ შეცდომებს ასწორებს მთელი კლასი.
აქტივობა 2: ახალი მასალის წარდგენა 20 წთ
მასწავლებელი ილუსტრაციებითა და ვიდეომასალით განუმარტავს მოსწავლეებს, რომ სქესობრივ გამრავლებაში მონაწილეობს ორი ინდივიდი - მდედრობითი და მამრობითი. ახალი ორგანიზმი გამეტების შერწყმით წარმოიქმნება. დაისმება კითხვა: რა ქვია გამეტების წარმოქმნისა და ფორმირების პროცესს?
მოსწავლეები პასუხობენ: (გამეტოგენეზი)
განემარტებათ მოსწავლეებს რომ გამეტოგენეზი შედგება სამი ფაზისაგან: გამრავლების,ზრდის და მომწიფების. მეიოზური გაყოფის დანიშნულებაა გამეტებში ქრომოსომთა რიცხვის განახევრება, რათა მათი შერწყმისას აღდგეს სახეობისთვის დამახასიათებელი ქრომოსომათა კომპლექტი.
მოსწავლეებს წარედგინება მეიოზის სქემა.
აქტივობა 3: დისკუსია. 15 წთ
მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას მეიოზის ფაზებზე. იმსჯელებენ მეიოზის რომელ ფაზაში ხდება კროსინგოვერი. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას...ასევე იმსჯელებენ გამეტოგენეზის რომელ ფაზაში მიმდინარეობს მიტოზური,ან მეიოზური გაყოფა .
- კვლ.XI.5.4 იყენებს/ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომებისა და მათი უბნების განაწილებას გენეტიკურ ცვალებადობასთან.
აქტივობა 1: საშინაო დავალების შემოწმება 5წთ
მოსწავლეები წარმოადგენენ წინა გაკვეთილზე მიცემულ დავალებებს.დაშვებულ შეცდომებს ასწორებს მთელი კლასი.
აქტივობა 2: ახალი მასალის წარდგენა 20 წთ
მასწავლებელი ილუსტრაციებითა და ვიდეომასალით განუმარტავს მოსწავლეებს, რომ სქესობრივ გამრავლებაში მონაწილეობს ორი ინდივიდი - მდედრობითი და მამრობითი. ახალი ორგანიზმი გამეტების შერწყმით წარმოიქმნება. დაისმება კითხვა: რა ქვია გამეტების წარმოქმნისა და ფორმირების პროცესს?
მოსწავლეები პასუხობენ: (გამეტოგენეზი)
განემარტებათ მოსწავლეებს რომ გამეტოგენეზი შედგება სამი ფაზისაგან: გამრავლების,ზრდის და მომწიფების. მეიოზური გაყოფის დანიშნულებაა გამეტებში ქრომოსომთა რიცხვის განახევრება, რათა მათი შერწყმისას აღდგეს სახეობისთვის დამახასიათებელი ქრომოსომათა კომპლექტი.
მოსწავლეებს წარედგინება მეიოზის სქემა.
აქტივობა 3: დისკუსია. 15 წთ
მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას მეიოზის ფაზებზე. იმსჯელებენ მეიოზის რომელ ფაზაში ხდება კროსინგოვერი. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას...ასევე იმსჯელებენ გამეტოგენეზის რომელ ფაზაში მიმდინარეობს მიტოზური,ან მეიოზური გაყოფა .
საშინაო დავალება: 2 წთ გვ 34. N 1, N2, N3, N4 სავარჯიშოები. წიგნში მოცემული ინტერნეტ მისამართებიდან მასალის მოძიება და დამუშავება.
რესურსები: სახელმძღავნელო, მეიოზის სქემები, კომპიუტერი, დაფა, ცარცი.