Friday, July 3, 2015

პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: მცენარის სასიცოცხლო ციკლი
  2. პროექტის მთავარი იდეა  (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეს   განუვითარდეს პრობლემის  განსაზღვრის   და  მისი  გადაჭრის   გზების  ძიების   უნარ-ჩვევები .
  3. პროექტის აქტუალობა: თეორიული ცოდნის   პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება. დაკვირვებისა და ანალიზის  უნარ-ჩვევის  ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თანამშრომლობის უნარები, პასუხისმგებლობის  ამაღლება მეგობრებისა და საკუთარი თავის წინაშე...
  4. პროექტის მიზნები: კვლევითი, დაკვირვების,  ანალიზის,  მონაცემთა ორგანიზების, ნამუშევრების წარდგენის უნარ- ჩვევების  განვითარება.
  5. მონაწილეთა ასაკი:13-14 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:მოსწავლე იკვლევს ორგანიზმების განვითარების თავისებურებებს.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სხვადასხვა მცენარის თესლი.  ჭურჭელი , ნიადაგი; საცდელი ნაკვეთი.
  9. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):საკითხის შერჩევა,  ჯგუფების შექმნა, ჯგუფებში დავალებების გადანაწილება. აქტივობის  განხორციელება დაკვირვების საფუძველზე  ანალიზის  გაკეთება და მცენარეთა სასიცოცხლო ციკლის დადგენა. ჯგუფების  მიერ ისტ-ის გამოყენებით  საკუთარი მუშაობის   მიმდინარეობის წარდგენა.    მცენარის   სასიცოცხლო ციკლის შედარებ ა.    ბუნებრივ  და ხელოვნურ  გარემო პირობებში .გარემო  პირობების   მნიშვნელობაზე ყურადოების  გამახვილება.
  10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტი
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მადონა კვარაცხელია
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.kvaracxelia27@gmail.com
  13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:madona kvaracxelia.blogspot.com


Saturday, June 20, 2015

გაკვეთილის გეგმა ბიოლოგიაში

თემა: მეიოზი
მიზანი:  გაეცნოს  მეიოზის  პროცესს. შეძლოს განასხვავოს  ერთმანეთისგან მიტოზისა და მეიოზის ფაზები.

მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:


კვლ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლებისა და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

  • კვლ.XI.5.4 იყენებს/ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომებისა და მათი უბნების განაწილებას გენეტიკურ ცვალებადობასთან.


აქტივობა 1: საშინაო დავალების შემოწმება 5წთ
მოსწავლეები წარმოადგენენ წინა გაკვეთილზე მიცემულ  დავალებებს.დაშვებულ შეცდომებს ასწორებს მთელი კლასი.

აქტივობა 2: ახალი მასალის წარდგენა 20 წთ
მასწავლებელი ილუსტრაციებითა და ვიდეომასალით განუმარტავს მოსწავლეებს, რომ სქესობრივ გამრავლებაში მონაწილეობს ორი ინდივიდი  - მდედრობითი და მამრობითი. ახალი ორგანიზმი გამეტების შერწყმით  წარმოიქმნება. დაისმება კითხვა: რა ქვია გამეტების წარმოქმნისა და ფორმირების პროცესს? 
მოსწავლეები პასუხობენ: (გამეტოგენეზი)
განემარტებათ მოსწავლეებს რომ  გამეტოგენეზი შედგება  სამი ფაზისაგან: გამრავლების,ზრდის და მომწიფების. მეიოზური გაყოფის დანიშნულებაა გამეტებში ქრომოსომთა რიცხვის განახევრება, რათა  მათი  შერწყმისას აღდგეს სახეობისთვის დამახასიათებელი  ქრომოსომათა კომპლექტი.
მოსწავლეებს წარედგინება მეიოზის სქემა.
აქტივობა 3: დისკუსია. 15 წთ
მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას მეიოზის  ფაზებზე.  იმსჯელებენ მეიოზის   რომელ ფაზაში ხდება კროსინგოვერი.  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას...ასევე იმსჯელებენ გამეტოგენეზის რომელ ფაზაში მიმდინარეობს  მიტოზური,ან მეიოზური გაყოფა .

საშინაო  დავალება:  2 წთ  გვ 34. N 1, N2, N3, N4  სავარჯიშოები. წიგნში მოცემული ინტერნეტ მისამართებიდან მასალის მოძიება და დამუშავება.

შეფასება:  განმსაზღვრელი, საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით.

რესურსები:  სახელმძღავნელო, მეიოზის სქემები, კომპიუტერი, დაფა, ცარცი.